ახალი ამბები

იუსტიციის სამინისტრო: რუსეთიდან დეპორტირებულთა საქმის მოსაგებად მასშტაბური მოქმედებები ჩავატარეთ

8 აგვისტო, 2016 • 1762
იუსტიციის სამინისტრო: რუსეთიდან დეპორტირებულთა საქმის მოსაგებად მასშტაბური მოქმედებები ჩავატარეთ

იუსტიციის სამინისტრო აცხადებს, რომ სიცრუეა ნაციონალური მოძრაობის მტკიცება, თითქოს სამინისტრომ არაფერი გააკეთა რუსეთიდან დეპორტირებული საქართველოს მოქალაქეების დასაცავად.

სამინისტრო აცხადებს, რომ 2014 წლის 3 ივლისს დავა არსებითად მოგებით დასრულდა ყველა, 4600 დაზარალებულის ნაწილში. ამისათის თეა წულუკიანის მმართველობის პერიოდში ჩატარდა მასშტაბური სამუშაოები, რათა მიუხედავად ნაკლოვანი სიისა, დავა არა მხოლოდ 118 დაზარალებულის ნაწილში ყოფილიყო მოგებული, არამედ სრულად ყოფილიყო საქართველოს სასარჩელო მოთხოვნები დაკმაყოფილებული

სამინისტროს დღეს გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ 2014-2015 წლებში საქართველოს იუსტიციის სამინისტრო დაუკავშირდა არაერთ დაზარალებულს, რომელთაგან 345-მა განაცხადა თანხმობა, ყოფილიყო სიაში; 25-მა განაცხადა, რომ არ სურდა სიაში ყოფნა (კვლავ რუსეთში დაბრუნდა, და სხვ.), გარდა იმ შემთხვევისა, თუ ევროპული სასამართლო მათ დაიცავდა რუსეთის ხელისუფლების მხრიდან რეპრესიებისგან.

2016 წლის 1 აპრილს ეს შედეგები და სახელობითი სიები მიაწოდეს ევროპულ სასამართლოს, რომელსაც ეცნობა, რომ დაზარალებულებთან მუშაობა კვლავ მიმდინარეობდა. საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ასეულობით დაზარალებულის დოკუმენტაციაზე ამჟამადაც მუშობს, რისთვისაც საქართველოს მთავრობას ვადა 2016 წლის სექტემბრამდე აქვს, აცხადებს სამინისტრო. 

განცხადებაში ასევე წერია, რომ იუსტიციის სმაინისტრომ 2008 წელს სტრასბურგის სასამართლოს მხოლოდ 118 დაზარალებულის სახელები და ინფორმაცია მიაწოდა, და ისიც ვადის დგვიანებით.

თავდაპირველი საჩივრის წარდგენიდან თითქმის 15 თვის მანძილზე (2007 წლის 26 მარტი – 2008 წლის 6 ივნისიწინა ხელისუფლებას დაზარალებულთა სრული სია სტრასბურგის სასამართლოსთვის არ წარუდგენია და ამ ინფორმაციის წარუდგენლობის გამო მას დამატებითი ვადა მიეცა“, – წერია განცხადებაში. 

შესაბამისად, ნათელია, რომ ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს სტრასბურგის სასამართლოს მხოლოდ 118 დაზარალებულის სია გადაეგზავნა და მაშინდელ ხელისუფლებას, რომელიც აცხადებდა, რომ ევროპულ სასამართლოში 4600 დაზარალებულის უფლებების დასაცავად იბრძოდა, არაფერი გაუკეთებია იმისათვის, რომ 118-ზე მეტი ჩვენი მოქალაქის მონაცემი შეეგროვებინა და გადაეცა ევროპული სასამართლოსთვის, აცხადებს სამინისტრო. 

ამის შემდეგ წინა ხელისუფლების მიერ დაშვებული ხარვეზის გამოსწორებაზე მუშაობა ისევ გაგრძელდა, ვინაიდან საქმის არსებითად დასრულების შემდეგ ევროპულ სასამართლოში დაზარალებულთა კომპენსაციასთან დაკავშირებული პროცედურა დაიწყო და დღესაც მიმდინარეობს. ამ პროცედურის ფარგლებში კი თითოეული დაზარალებულის ინდივიდუალურ მონაცემებს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რაც ნაციონალური მოძრაობის დროს ევროპულ სასამართლოში წარდგენილი არ ყოფილა, აცხადებს სამინისტრო. 

მასალების გადაბეჭდვის წესი