ახალი ამბები

“შანგრილას” მშენებლობას კიდევ ერთხელ გააპროტესტებენ

21 მარტი, 2012 •
“შანგრილას” მშენებლობას კიდევ ერთხელ გააპროტესტებენ

ქალაქ თბილისის მერიის წინ “ახალი მემარჯვენეების” ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები აქციას გამართავენ.

როგორც ახალგაზრდული ორგანიზაციის ერთ–ერთმა წარმომადგენელმა ლევან ხურცილავამ განაცხადა, ისინი კაზინო “შანგრილას” აშენებას გააპროტესტებენ:

“ვფიქრობთ, რომ ამ შენობამ ძველი თბილისის იერსახე დაამახინჯა. მას შემდეგ, რაც ააშენეს,  “შანგრილას” ფონზე არაფერი აღარ ჩანს, ჩვენ მოვითხოვთ პასუხს მერიის არქიტექტურის სამსახურში მომუშავე იმ ადამიანებისგან, ვინც ამ მშენებლობას ხელი მოაწერა. არა მგონია, შენობის დანგრევას ახლა ვინმემ მიაღწიოს, მაგრამ მოვითხოვთ, რომ განათებები მაინც მოაშორონ ან შეცვალონ და რამენაირად შეუსაბამონ ქალაქის იერსახეს”.

ეს არ არის კაზინოს მშენებლიბის გაპროტესტების პირველი შემთხვევა. თბილისის არქიტექტურის სამსახურის ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსის გიორგი ქემხაშვილის განცხადებით, “შანგრილას” მშენებლობაზე ნებართვა ყველა წესის დაცვითაა გაცემული:

“არქიტექტურის სამსახურის მხრიდან შეთანხმებულია კაზინოს დანიშნულების მქონე ობიექტის პროექტი, მშენებლობის ნებართვა ყველანაირი პროცედურის დაცვითაა გაცემული, სამსახურის საშუალებით ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია იხილოს საჭირო დოკუმენტაცია. აღსანიშნავია, რომ ამ ადგილზე ადრეც იგივე დანიშნულების მქონე კაზინო “ბერიკონი” მდებარეობდა,” – განაცხადა გიორგი ქემხაშვილმა 2012 წლის 24 იანვარს პარტია “თავისუფალი საქართველოს” პროტესტის საპასუხოდ.

მასალების გადაბეჭდვის წესი