ახალი ამბები

მედიის თვითრეგულირების ორგანოების ქსელი თბილისში შეიკრიბება

21 მარტი, 2012 •
მედიის თვითრეგულირების ორგანოების ქსელი თბილისში შეიკრიბება

ხვალ, 22 მარტს, სასტუმრო “თბილისი მერიოტში” მედიის თვითრეგულირების ორგანოთა რეგიონული ქსელის შეხვედრა გაიხსნება.

ქსელი, რომელიც საქართველოს, აზერბაიჯანის, სომხეთის, უკრაინის, მოლდოვასა და რუსეთის მედიის თვითრეგულირების ორგანოებს აერთიანებს, გასული წლის ივნისში კიშინიოვში შეიქმნა, ხოლო 2011 წლის ოქტომბერში მოსკოვში ოფიციალურად დაფუძნდა.

თბილისში ქსელი ორდღიან სამუშაო შეხვედრას გამართავს, რის შემდეგაც არჩეული იქნება ქსელის მმართველი ორგანო – გენერალური ასამბლეა.

პირველ სამუშაო სესიაზე ქსელის წევრები იმსჯელებენ დისკრიმინაციის პრობლემაზე, რის შემდეგაც მონაწილეები მიიღებენ შესაბამის დეკლარაციას. 23 მარტს კი დისკუსია გაიმართება თემაზე – “მედია და არჩევნები: ახალი გამოწვევები”. იმავე დღეს, 13:00 საათზე ქსელის წარმომადგენლები გამართავენ ბრიფინგს პრესისთვის.

საქართველოს მხრიდან ქსელში მონაწილეობს “საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია”, რომელიც ორი წლის წინ გახდა ევროპის დამოუკიდებელი პრესის საბჭოების ალიანსის (AIPCE) წევრი. სწორედ AIPCE-ის მე-13 კონფერენციის დროს დაფუძნდა ოფიციალურად რეგიონული ქსელი ექვსი ქვეყნის მონაწილეობით. კონფერენცია გასული წლის ოქტომბერში მოსკოვში გაიმართა.

მედიის თვითრეგულირების ორგანოთა ქსელის დაფუძნება, მოსკოვი, 2011 წელი
მედიის თვითრეგულირების ორგანოთა ქსელის დაფუძნება, მოსკოვი, 2011 წელი

მასალების გადაბეჭდვის წესი