ახალი ამბები

დიმიტრი ლორთქიფანიძემ მთავრობა დაადანაშაულა

20 მარტი, 2012 •
დიმიტრი ლორთქიფანიძემ მთავრობა დაადანაშაულა

საპარლამენტო ფრაქციის „ერთობა სამართლიანობისათვის“ თავმჯდომარემ,  დიმიტრი ლორთქიფანიძემ, საქართველოს მთავრობა ორმაგი სტანდარტებით საქმიანობაში დაადანაშაულა.

მისი შეფასებით, ნიკა გილაურის მიერ წარმოდგენილი სამოქმედო გეგმას „ერთიანი საქართველო სიღარიბის გარეშე“ მთავრობის ეს შემადგენლობა ვერ განახორციელებს:

„მთავრობის მიერ წარმოდგენილ შემადგენლობაში ერთად –ერთი ახალი სახე არის ზურაბ ჭიაბერაშვილი. წარსულში საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და საარჩევნო ტექნოლოგიების ექსპერტი. რომელსაც, რა თქმა უნდა, შემთხვევით არ ანდობენ სფეროს, რომლის ბიუჯეტიც შეადგენს 1 მილიარდ 200 მილონს. სწორედ ზურაბ ჭიაბერაშვილმა უნდა უზრუნველყოს აღნიშნიული ფინანასური სახსრების გამოყენება ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო წარმატებისთვის, რითაც საპარლამენტო  უმრავლესობის მიერ ავანსად გაცემული ნდობა უნდა გაამართლოს“ – განაცხადა დიმიტრი ლორთქიფანიძემ.

მისი თქმით, დღეს საქართველო არის  დაცლილი და დაქუცმაცებული,  ლოტებად გაყიდული ტყეებით, გაღატაკებული მოსახლეობით, პატიმრებით სავსე ციხეებით, უპატრონოდ დაყრილი დევნილებით და მიტოვებული და გაჩანაგებული სოფლებით.

„მთავრობის საქმიანობა არის ვოლინტარისტული და ხალხის წინააღმდეგ  მიმართული. რაც აჩერებს ქვყნის დემოკრატიზაციის პროცესს“– განაცხადა დიმიტრი ლორთქიფანიძემ.

მან ორმაგი სტანდარტებით მოქმედებაში გარემოს დაცვის მინისტრი გოგა ხაჩიძე დაადანაშაულა,  ხოლო უშიშროების საბჭოს მდივანს გიგა ბოკერიას „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერის ირაკლი ალასანიას მიერ გაკეთებული განცხადების შესწავლა მოსთხოვა.

“თავისუფალი დემოკრატების” ლიდერმა ირაკლი ალასანიამ უკანონო შეიარაღებული ფორმირებებთან დაკავშირებით სკანდალური განცხადება გააკეთა. მისი თქმით, პრეზიდენტმა შეიარაღებული ფორმირებების შექმნა ახალაიების კლანს დაავალა.

მასალების გადაბეჭდვის წესი