ახალი ამბები

ბაჩო ახალაიამ ბოდვა უწოდა ალასანიას განცხადებებს

20 მარტი, 2012 •
ბაჩო ახალაიამ ბოდვა უწოდა ალასანიას განცხადებებს

ბაჩო ახალაია
ბაჩო ახალაია

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ბაჩო ახალაია  გამოეხმაურა “თავისუფალი დემოკრატების” ლიდერის  ირაკლი ალასანიას განცხადებებს უკანონო შეიარაღებული ფორმირებებტან დაკავშირებით:

“ბოდვას უნდა შეეშვას, ჩვენ რამდენიმე თვეა ვქმნით სარეზერვო სისტემას. საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს აქვს ულება, გაწევრიანდეს სარეზერვო სამსახურში. ეს ნებაყოფლობითია და ანაზღაურებას არავინ იღებს. სამუშაოები რამდენიმე რეგიონში ჩატარდა და სარეზერვო სამსახურები შემქნილია. დაახლოებით 40 ათასი ადამიანი არის უკვე გაწევრიანებული. ოპტიმისტური გეგმით მივდივართ და საბოლოო ჯამში 100 ათასი მოხალისე გვეყოლება. ყველა რეგონში გაიხსნება. უბრალოდ, იმ რეგიონებიდან დავიწყეთ, რომელიც არის ადმინისტრაციული საზღვართან. ამ ყველაფრის უკან სისულელეები არ უნდა დაინახო. მაინცდამაინც რამდენიმე თვის წინ იმიტომ დავიწყეთ, რომ 2006-ში ეს შეუძლებელი იყო, 2008 წლის ომმა კი ამის აუცილებლობა დაგვანახა.

ომი მნიშვნელოვანი ბიძგი იყო, რათა სრულფასოვანი ანალიზი ჩაგვეტარებინა და როდესაც დრომ მოუწია, მაშინ დავიწყეთ. რეზერვისტები მხოლოდ საომარი ვითარების დროს ჯარისკაცების დახმარებისა და სტიქიური უბედურებების დროს დამხმარე საშუალებაა, თუმცა მხარეებს შორის დაპირისპირებისას მათი გამოყენება არ შეიძლება” – აცხადებს ახალაია.

თავისუფალი დემოკრატების ლიდერმა ირაკლი ალასანიამ 20 მარტს საგანგებო ბრიფინგი გამართა, რომელზეც განაცხადა, რომ პრეზიდენტმა უკანონო შეიარაღებული ფორმირებების შექმნა ახალაიების კლანს დაავალა.  ალასანიამ განაცხადა, რომ მის ხელთ არსებულ ინფორმაციებს უშიშროების საბჭოს გაუგზავნის. ამასთან, განმარტა, რომ მას შიარაღებულ ფორმირებებზე საუბრისას რეზერვის სამსახური არ ჰქონდა მხედველობაში.

ამავე თემაზე:

დარჩიაშვილის აზრით ალასანია რეზერვზე საუბრობს

ალასანია:შეიარაღებულ ფორმირებებს ახალაიები ქმნიან


მასალების გადაბეჭდვის წესი