საქართველოს პარლამენტში გამოსვლისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა განაცხადა, რომ მთავრობა 2012 წელს თავის საქმიანობას 2011 წლის ბოლოს დამტკიცებული 10–პუნქტიანი გეგმით გააგრძელებს.
პრემიერის თქმით, 10–პუნქტიანი გეგმა 6 თვეში ერთხელ განახლდება, რის შედეგადაც მთავრობის სტრატეგიას ახალი საკითხები დაემატება.
ნიკა გილაურმა 2012 წელს ქვეყნის მთავარ პრიორიტეტებად აშშ–თან და ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ დაწყებული მოლაპარაკებები, ნატოში გაწევრიანება და რუსეთის ბაზრის გახსნა დაასახელა.
„ევროკავშირთან დავიწყეთ მოლაპარაკებები თავისუფალი ვაჭრობის შესახებ, რომელიც წელიწადნახევარში დასრულდება. ქვეყანაში არის ღია ეკონომიკა კორუფციის გარეშე. კარგი ლოჯისტიკა და გეოგრაფიული მდგომარეობა ქვეყანას რეგიონულ ცენტრად ჩამოყალიბებაში დაეხმარება“ –ამბობს ნიკა გილაური.
პრემიერ-მინისტრის შეფასებით, რეგიონული ცენტრის სტატუსი ქვეყანას იმის საშუალებას მისცემს, რომ მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის შედეგად ნაკლებად დაზარალდეს.