ახალი ამბები

მედვედევის გადადგომის მოთხოვნით პეტიციას 178 000 ხელმოწერა აქვს

5 აგვისტო, 2016 • 1570
მედვედევის გადადგომის მოთხოვნით პეტიციას 178 000 ხელმოწერა აქვს

რუსეთის ფედერაციის პრემიერ მინისტრის დიმიტრი მედვედევის გადადგომის მოთხოვნით პეტიციას ამ დროისთვის 178 324 ხელმოწერა აქვს.

რუსეთის მოქალაქეთა ნაწილისთვის მიუღებელი აღმოჩნდა პრემიერის ბოლო დროს გაკეთებული რამდენიმე განცხადება.

მაგალითად, მიმდინარე კვირას მედვედევმა რუსეთში პედადგოგებს ურჩია, მოძებნონ სხვა სამსახური, თუკი ისინი უკმაყოფილო არიან საკუთარი ხელფასით. აღნიშნულმა განცხადებამ რუსეთის საზოგადოების ნაწილის უკმაყოფილება გამოიწვია.

მედვედევის კიდევ ერთი გამონათქვამი გახდა უკმაყოფილების მიზეზი, როდესაც ყირიმში ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრის დროს პენსიებთან დაკავშირებულ პრობლემაზე საუბარში, მედვედევმა მოქალქეს უთხრა, “უბრალოდ ფული არ არის. მოვიძიებთ ფულს. თქვენ მანდ გამაგრდით, ყველაფერ კარგს, კარგ განწყობასა და ჯანმრთელობას გისურვებთ”.

როგორც პეტიციის ტექსტში წერია [პეტიციის ადრესატი პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინია], ვლადიმერ პუტინს ხელმომწერები სხთოვენ მინისტრთა კაბინეტის ხელმძღვანელად კომპეტენტური, განათლებული და სამშობლოს გულშემატკივარი ადამიანი დაინიშნოს.

თავად კრემლის ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ პეტიციის ტექსტს ჯერ არ გაცნობიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი