ახალი ამბები

ლაშა გოცირიძემ აგრარული უნივერსიტეტი დატოვა

5 აგვისტო, 2016 • 3761
ლაშა გოცირიძემ აგრარული უნივერსიტეტი დატოვა

ლაშა გოცირიძემ საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი დატოვა. ამ ინფორმაციას უნივერსიტეტის უკვე ყოფილი რექტორი Facebook-ის საშუალებით ავრცელებს.

როგორც გოცირიძე წერს, მან აგრარული უნივერსიტეტის დატოვების გადაწყვეტილება ორი მიზეზის გამო მიიღო. მისი ცნობით, განვითარება მოითხოვს მუდმივ ცვლილებებს, დახვეწას, გაუმჯობესებას და განვითარების, გარკვეულ ეტაპზე უნივერსიტეტისთვის სასარგებლოა რექტორის ცვლილებაც. გარდა ამისა, ლაშა გოცირიძე წერს, რომ კონსულტანტის რანგით წელიწადზე მეტია ჩართულია უკრაინის ამერიკული უნივერსიტეტის დაარსების საქმეში, ხოლო ახლა პროექტის განვითარებასთან ერთად, საჭირო გახდა მისი უფრო მეტი ჩართულობა.

ლაშა გოცირიძე დარწმუნებულია, რომ ანასტასია ბენდუქიძე-გონჩაროვას შემართების, მომავალი რექტორის ახალი ენერგიისა და იდეების, მისი კოლეგების ცოდნისა და გამოცდილების სინერგიის შედეგად, მათთან ერთად აღნიშნავს აგრარული უნივერსიტეტის მომავალ წარმატებებს.

აგრარული უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთბის მენეჯერის ცნობით, ჯერ-ჯერობით უცნობია, თუ ვისი კანდიდატურა განიხილება აღნიშნულ თანამდებობაზე, ხოლო ლაშა გოცირიძე წერს, რომ ახალი რექტორის ვინაობა უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.

შენიშვნა: ნიუსის სათაურში თავიდან ეწერა, რომ საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობაზე ანასტასია ბენდუქიძე-გონჩაროვა დაინიშნა. აგრარული უნივერსიტეტის პრესსამსახურმა განგვიცხადა, რომ ანასტასია ბენდუქციძე-გონჩაროვა რექტორად ვერ დაინიშნება, იმიტომ, რომ ის ცოდნის ფონდის დამფუძნებელია.

მასალების გადაბეჭდვის წესი