10:30 ოქროყანაში, ტექნოპარკში, საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი და საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ, სადაც მედიის წარმომადგენლებს სახელმწიფო პროგრამა „Startup საქართველოს“ ფარგლებში წარმოდგენილი განაცხადების შესახებ დეტალურ ინფორმაციას გააცნობენ.
11:00 საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია და საარჩევნო სისტემებისგანვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი პოტენციური კანდიდატი ქალებისთვის ტრენინგსგამართავს. ტრენინგს ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძე გახსნის.
მის:. 26 მაისის მოედანი #1 სასტუმრო „ჰოლიდეი ინნ თბილისი“
12:00 პრაიმ-ტაიმის პრესკლუბში ადამიანის უფლებათა ცენტრი აწყობს პრესკონფერენციას საკანონმდებლო ინიციატივის შესახებ, რომლის თანახმად, მსჯავრდებულებს სასჯელის მოხდის პერიოდში საგადასახადო საურავი/ჯარიმა არ უნდა ერიცხებოდეთ
12:30 “პრაიმ-ტაიმის” პრეს კლუბში ადვოკატები გაგი მოსიაშვილი და მერაბ ჩიქოვანი გააკეთებენ განცხადებას
თემა: საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი საქმეები
16:00 განმუხურში, საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერილი პროექტის „შემოსაზღვრე საქართველო“ მესამე ეტაპი განხორციელდება.
17:00 20:00 საათამდე, ბათუმის ბულვარში, ზაფხულის თეატრის წინ, მოეწყობა სლოვაკეთის თეატრალური ჯგუფის BIG NAME წარმოდგენა.
18:00 გლდანში (ე.წ. პოლიციის აკადემიის მიმდებარედ) ,,ირაკლი ალასანია – თავისუფალი დემოკრატების“ გლდანის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დევი ტაბიძე პარტიის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელთან – გიორგი ცაგარეიშვილთან და აღმასრულებელ მდივანთან, თამარ კეკენაძესთან ერთად შეხვდება შექნიკუმების შენობებში კომპაქტურად დასახლებულ დევნილ მოსახლეობას.





