ახალი ამბები

IDFI: მერიის ზედამხედველობის სამსახურის ახალი უფროსი “ოდეერის” ფუნქციას ასრულებდა

4 აგვისტო, 2016 • 2092
IDFI: მერიის ზედამხედველობის სამსახურის ახალი უფროსი “ოდეერის” ფუნქციას ასრულებდა

IDFI-ს კვლევის თანახმად, მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის ახალი უფროსი,  გიორგი უკლება  2015 წელს, სოფლის მეურნეობის მინისტრის მრჩევლის თანამდებობაზე ყოფნის დროს ასრულებდა ე.წ. ოდეერის ფუნქციას.

 

„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ კვლევის თანახმად, სოფლის მეურნეობის მინისტრის მრჩეველი (2014 წლის 19 ნოემბრის მდგომარეობით) გიორგი უკლება შინაგან საქმეთა სამინისტროში იყო დასაქმებული.

გიორგი უკლება სოფლის მეურნეობის მინისტრის მრჩეველად დაინიშნა 2013 წლის ივლისში.  მას 2013 და 2014 წლებში შევსებული აქვს თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის  დეკლარაციები, საიდანაც ირკვევა, რომ 1972 წელს დაბადებული გიორგი უკლება  მანამდე  შინაგან  საქმეთა სამინისტროში მუშაობდა:

“2013 და 2014 წლების მარტის მდგომარეობით აღნიშნულ  უწყებაში უკლებას ეკავა სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს (დეპარტამენტი) ოფიცრები  უშიშროების საკითხებში (მთავარი სამმართველო) სამმართველოს უფროსის მოადგილის  თანამდებობა. დეკლარაციებით ასევე ირკვევა, რომ უკლება იყო  საქართველოს ფინანსთა სამინისტრო სსიპ-ის შემოსავლების სამსახურის უფროსის მრჩეველი,  საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მრჩეველი, შპს თბილისის სატრანსპორტო  კომპანიის დირექტორის თანაშემწე და შსს-ს კონსტიტუციური უსაფრთხოების  დეპარტამენტის პირველი მთავარი სამმართველოს განყოფილების უფროსი.  ვფიქრობთ, რომ  ზემოთ ჩამოთვლილ საჯარო დაწესებულებებშიც გიორგი უკლება ასევე ე.წ. „ოდეერის“  ფუნქციას ასრულებდა,” – აღნიშნულია კვლევაში.

2 აგვისტოს, თბილისის საკრებულომ მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე,    27 ხმით 10 ის წინააღმდეგ, დაამტკიცა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი