საინფორმაციო სააგენტო რია-ნოვოსტის ინფორმაციით, დღეს, 18 მარტს, სამართალდამცავებმა მოსკოვში, ტელეცენტრ “ოსტანკინოსთან” გამართული არასაქნცირებული მიტინგის რამდენიმე მონაწილე, მათ შორის, ოპოზიციონერი სერგეი უდალცოვი დააკავეს.
საპროტესტო აქცია ათაეულობით ადამიანის მონაწილეობით ტელეარხ НТВ-ზე ხუთშაბათს გასულ საგამოძიებო ფილმს, “პროტესტის ანატომიას” მოჰყვა. ფილმი ოპოზიციის საპროტესტო აქციების დროს გამოვლენილი დარღევების შესახებაა.
როგორც სააგენტოს კორესპონდენტი იუწყბა, ტელეცენტრის ირგვლივ პოლიციის ავტობუსები და მანქანები იდგა, სამართალდამცავებმა აქციის მონაწილეებს მოსთხოვეს, არ გადაეკეტათ ტელეცენტრის შესასვლელი. შემდეგ პოლიციამ აქციის ხუთი მონაწილე დააკავა, მათ შორის, “მემარცხენე ფრონტის” ლიდერი, უდალცოვი, “სოლიდარობის” მოსკოვის განყოფილების ლიდერი ანასტასია რიბაჩენკო და ამავე მოძრაობის აქტივისტი მიხეილ კრიგერი. ისინი პოლიციის ავტობუსში ჩასვეს.