საქართველოს პრეზიდენტის ფეისბუქის გვერდზე გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომლის შესაბამისად, მიხეილ სააკაშვილი თბილისის მერთან, გიგი უგულავასთან ერთად, დღეს, 16 მარტს გუდაურის განვითარების პროექტს ადგილზე გაეცნო და “ახალ გუდაურში” “კავკასიის მასშტაბით ყველაზე დიდი და სწრაფი გონდოლა გახსნა.”
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, დღეს პრეზიდენტმა და პირველმა ლედიმ კავკასიის მასშტაბით ყველაზე დიდი და სწრაფი გონდოლათი უკვე ისარგებლეს და განახლებულ და გადიდებულ ტრასაზეც ისრიალეს.
გონდოლა მშენებლობის პროცესში.