“დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერი ნინო ბურჯანაძე ჯონ ბასის განცხადებას ეხმაურება, რომლითაც აშშ-ს ელჩი გამოეხმაურა საქართველოში კონტროლის პალატის ბოლოდროინდელი აქტივობების გარშემო წარმოქმნილ სადაო საკითხებს.
“კარგია, რომ ახლა მაინც არის შეშფოთებული ჯონ ბასი ხელისუფლების მიერ განხორციელებული უკანონობით და ზეწოლით. ასეთი შეშფოთებული რომ ყოფილიყო ის “სახალხო კრებისა” და “დემოკრატიული მოძრაობის” წინააღმდეგ განხორციელებული ზეწოლის და უფრო მძიმე უკნანონობის ირგვლივ, მაშინ შეიძლება ხელისუფლებას ამდენი ვეღარ გაებედა,” – აღნიშნა ნინო ბურჯანაძემ.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ს ელჩმა ფეისბუქზე გამოაქვეყნა საკუთარი შეფასება კონტროლის პალატის ბოლოდროინდელ ქმედებებზე:
“ფინანსებთან დაკავშირებული კანონმდებლობის ამოქმედების კუთხით ნათელი სახელმძღვანელო პრინციპების უქონლობა ვერ გაზრდის ამ ინსტიტუტისადმი საზოგადოების ნდობასა და ვერ უზრუნველყოფს კონკურენტული საარჩევნო გარემოს შექმნას”.