ახალი ამბები

“ქართული ოცნების” პოლიტიკური გუნდი ივანიშვილის პირადი ანგარიშიდან ფინანსდება”

15 მარტი, 2012 • 1082
“ქართული ოცნების” პოლიტიკური გუნდი ივანიშვილის პირადი ანგარიშიდან ფინანსდება”

კონტროლის პალატის ინფორმაციით, “ქართული ოცნების” პოლიტიკური გუნდის წევრები ანაზღაურებას ფიზიკური პირის, ბიძინა ივანიშილის პირადი ანგარიშიდან იღებენ და არა – ორგანიზაციიდან.

“დაფინანსების აღნიშნული სქემა წინააღმდეგობაშია მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან და წარმოადგენს სამართალდარღვევას”, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც კონტროლის პალატის პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახური ავრცელებს.

კონტროლის პალატა აქვეყნებს ააიპ „ქართული ოცნების“ მიერ მონიტორინგის სამსახურში წადგენილ ერთ-ერთ ფინანსურ დოკუმენტს, რომელშიც მითითებულია ივანიშვილის პოლიტიკური გუნდის წევრებისთვის გადარიცხული თანხები:

ყველაზე მეტი თანხა, 95 ათას ლარზე მეტი, გადარიცხულია ერეკლე ტრიპოლსკის ანგარიშზე. 12 500 ლარია გადარიცხული ივანიშვილის გუნდის თითოეულ ლიდერ წევრზე, მათ შორის არიან: არჩილ კბილაშვილი, ალექსანდრე ბარამიძე, გიორგი გეგეჭკორი, გიორგი ვოლსკი, ვასილ ჯანიკაშვილი, ზაქარია ქუცნაშვილი, ზურაბ ბიგვავა, თედო ჯაფარიძე, ირაკლი სესიაშვილი, რატი ამაღლობელი და შალვა თადუმაძე. 25 ათასი ლარი აქვს მიღებული ზაზა ფირალიშვილს, 21 ათას ლარზე მეტი – ნოდარ ხადურს. 6000 ლარზე მეტი აქვთ მიღებული ალექსი პეტრიაშვილს, დავით ზურაბიშვილს, ელისო ჩაფიძეს, თეა წულუკიანს, მაია ფანჯიკიძეს.  
დაფინანსების საერთო ოდენობა შეადგენს 406 000 ლარს.

კონტროლის პალატის ინფორმაციით, მათ მიერ აღმოჩენილი სამართალდარღვევის ფაქტზე ფინანსური მონიტორინგის სამსახურში ტარდება შესაბამისი ადმინისტრაციული პროცედურები.

მასალების გადაბეჭდვის წესი