ახალი ამბები

ანდრია ურუშაძე ზურაბ ჭიაბერაშვილმა შეცვალა

15 მარტი, 2012 •
ანდრია ურუშაძე ზურაბ ჭიაბერაშვილმა შეცვალა

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის თანამდებობაზე ანდრია ურუშაძეს ზურაბ ჭიაბერაშვილი შეცვლის. ამის შესახებ განცხადება პრემიერ მინისტრმა, ნიკა გილაურმა გააკეთა.

ანდრია ურუშაძე შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის თანამდებობაზე დაახლოებით წელიწადნახევრის წინ დაინიშნა.

პრემიერ მინისტრმა აღნიშნა, რომ ბოლო წელიწადი ერთი – ერთი ყველაზე პოზიტიური იყო ჯანდაცვის სისტემისთვის და მისივე თქმით, ზურაბ ჭიაბერაშვილის მინისტრობის მთავარი მიზანიც სწორედ რეფორმების ბოლომდე მიყვანა იქნება.

თავად ზურაბ ჭიაბერაშვილმა აღნიშნა, რომ მთავარი აქცენტი სოციალურ სფეროზე გაკეთდება და თითოეულმა მოქალაქემ საკუთარ თავზე უნდა იგრძნოს ქვეყნის ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა.

ანდრია ურუშაძე, როგორც გილაურმა განაცხადა, სოციალურ და ჯანდაცვის ნაწილში თბილისის მერის, გიგი უგულავას მოადგილედ დაინიშნება.

მასალების გადაბეჭდვის წესი