ახალი ამბები

ივანიშვილის კოალიციას შესაძლოა გოგი თოფაძე შეუერთდეს

15 მარტი, 2012 • 989
ივანიშვილის კოალიციას შესაძლოა გოგი თოფაძე შეუერთდეს

კოალიცია “ქართული ოცნება” შესაძლოა ისევ გაფართოვდეს. ბიძინა ივანიშვილის თქმით, მიმდინარეობს მოლაპარაკება იმის თაობაზე, თუ რა ფორმით მოხდება გოგი თოფაძის გაწევრიანება კოალიციაში – ინდიციდუალურად, თუ საკუთარ პოლიტიკურ ძალასთან, “მრეწველებთან” ერთად.

პოლიტიკურ კოალიცია “ქართულ ოცნება” 21 თებერვალს დაფუძნდა ოთხი პოლიტიკური პარტიის მონაწილეობით. ესენია: “ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველო”, “საქართველოს რესპუბლიკური პარტია”, “თავისუფალი დემოკრატები” და “ეროვნული ფორუმი”. კოალიციის შემადგენლობაში ოფიციალურად არ ირიცხებიან, მაგრამ მასთან მჭიდროდ და აქტიურად თანამშრომლობენ “კონსერვატიული პარტია” და “ხალხის პარტია”.

რამდენიმე დღის წინ კოალიციაში ინდივიდუალურად გაწევრიანდა სალომე ზურაბიშვილი, თუმცა მის პარტიასთან – “საქართველოს გზასთან” დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებული არ არის.

დაფუძნების დღეს “ქართულმა ოცნებამ” წარმოადგინა დეკლარაცია (12-პუნქტიანი გეგმა), რომელსაც კოალიცია ხელისუფლებაში მოსვლის შემთხევვაში განახორციელებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი