ახალი ამბები

შსს: სასტუმრო ბილტმორის გახსნის გამო ქუჩები დროებით დაიკეტება

31 ივლისი, 2016 • 3463
შსს: სასტუმრო ბილტმორის გახსნის გამო ქუჩები დროებით დაიკეტება

შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ცნობით, 31 ივლისს, თბილისში, სასტუმრო The Biltmore Hotel Tbilisi-ის გახსნის ღონისძიებასთან დაკავშირებით რამდენიმე ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება.

14:00 საათიდან, თაბუკაშვილის ქუჩის ერთი მონაკვეთი – ლაღიძის ქუჩიდან ელბაქიძის დაღმართის მიმართულებით – ორმხრივად დაიკეტება. 18:00 საათიდან, რუსთაველის გამზირი დაიკეტება ერთი მიმართულებით – თავისუფლების მოედნიდან ვარდების მოედნისკენ. ასევე, სრულად დაიკეტება ვარდების მოედანი. თავისუფლების მოედნიდან რუსთაველის გამზირისკენ მოძრავი ავტომანქანები იმოძრავებენ პუშკინის ქუჩის გავლით სასურველი მიმართულებით.

მასალების გადაბეჭდვის წესი