ახალი ამბები

თამბაქოს უაქციზო ნაწარმის რეალიზაციის ბრალდებით ორი პირი დააკავეს

30 ივლისი, 2016 • 1537
თამბაქოს უაქციზო ნაწარმის რეალიზაციის ბრალდებით ორი პირი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, გატარებული ოპერატიულ – სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მარკირებას დაქვემდებარებული, აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე, დიდი ოდენობით, ჯგუფურად რეალიზაციის ბრალდებით   გ. ა  და  გ.კ დააკავა.

“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებს, ერევანი – თბილისი – ბათუმის მატარებლით, საქართველოს ტერიტორიაზე სისტემატურად და მალულად შემოჰქონდათ უაქციზო თამბაქოს ნაწარმი, რომლის რეალიზაციას ქალაქ ბათუმში სხვადასხვა მოქალაქეზე ახდენდნენ. საგამოძიებო სამსახურმა ერთ-ერთი ასეთი რეალიზაციის ფაქტი აღკვეთა და ბრალდებულები, 1000 კოლოფი ,,ვინსტონი“- სა და ,,ქემელი“- ს  მარკის უაქციზო სიგარეტის რეალიზაციის დროს დააკავა,” – აღნიშნულია სამინისტროს გავრცელებულ განცხადებაში.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე – 200 მუხლის მე – 2 ნაწილით მიმდინარეობს , რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4 დან 6 წლამდე ვადით.

მასალების გადაბეჭდვის წესი