დღეს თავდაცვის სამინისტროში სკოლის მოსწავლეები იმყოფებოდნენ.
მოსწავლეების ამბობენ, რომ მათ თავდაცვის აკადემიის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. მათივე განცხადებით, დაახლოებით დღის 1 საათზე მათ გაკვეთილები შეუწყდათ და სამინისტროში წაიყვანეს.
მოსწავლეების ინფორმაციით, მათ თავდაცვის აკადემიაში სწავლის პირობები გააცნეს იმ შემთხვევისთვის, თუ რომელიმე მათგანი ჩაბარებას გადაწყვეტს:
“გაგვაცნეს პირობები, როგორ შეიძლება ჩავირიცხოთ აკადემიაში, რისი ჩაბარება მოგვიწევს, რას ვისწავლით და ა.შ.”, – ამბობს 54–ე საჯარო სკოლის ერთ–ერთი მოსწავლე. მისი თქმით, შეხვედრაზე, რომელიც რამდენიმე საათი გაგრძელდა, მხოლოდ უფროსკლასელები იმყოფებოდნენ.