ახალი ამბები

მეტროსადგურ მარჯანიშვილზე მეტროს ლიანდაგებში ქალი ჩავარდა

28 ივლისი, 2016 • 1852
მეტროსადგურ მარჯანიშვილზე მეტროს ლიანდაგებში ქალი ჩავარდა

მეტროსადგურ მარჯანიშვილზე, 28 ივლისს, დილის 10:18 სთ-ზე მატარებლის ლიანდაგებში 36 წლის ქალი ჩავარდა, თუმცა მემანქანემ მატარებელი დროულად გააჩერა და ქალს სერიოზული დაზიანებები არ მიუღია.

როგორც “ნეტგაზეთს” თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში უთხრეს, 1982 წელს დაბადებული ქალი მატარებლის ლიანდაგებს შორის სიცარიელეში ჩავარდა. ბაქანზე შესვლამდე მემანქანემ მატარებლის დამუხრუჭება მოახერხა და, შესაბამისად, ქალს სერიოზული დაზიანებები არ მიუღია. 

სატრანსპორტო კომპანიის ცნობით, ინციდენტის გამო მეტროსადგურზე 10 წუთის განმავლობაში შფერხება იყო – ადამიანის უსაფრთხოდ ამოყვანის მიზნით, გათიშეს ელექტრონული სისტემა. მათი ცნობით, ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია და სასწრაფო დახმარება.

მასალების გადაბეჭდვის წესი