ახალი ამბები

თოვლის გამო გზებზე შეზღუდვებია დაწესებული

12 მარტი, 2012 • 1110
თოვლის გამო გზებზე შეზღუდვებია დაწესებული

თოვლის გამო გზებზე შეზღუდვებია დაწესებული. ამის შესახებ საავტომობილო გზების დეპარტამენტში განაცხადეს.

“თოვლის გამო ჩაკეტილია საავტომობილო გზა საჩხერე–ჭიათურის მონაკვეთზე, გაწმენდით სამუშაოებს ქარბუქი აფერხებს”, – განაცხადეს დეპარტამენტში. მათივე ინფორმაციით, რიკოთის უღელტეხილზე გადაადგილება თავისუფალია.

“გადაადგილება შეუძლებელია ტყიბულისკენ, რაჭისკენ, ხოლო ყაზბეგისკენ მოძრაობა ეკრძალებათ მისაბმელიან და ნახევრადმისაბმელიან ავტომობილებს”, – განაცხადეს საავტომობილო გზების დეპარტამენტში.

მათი თქმით, მდგომარეობის გამოსასწორებლად სამუშაოები 24– საათიან რეჟიმში მიმდინარეობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი