ახალი ამბები

რუენის ეკლესიაში მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ISIS-მა აიღო

26 ივლისი, 2016 • 1265
რუენის ეკლესიაში მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ISIS-მა აიღო

BBC-ის ინფორმაციით, საფრანგეთის ჩრდილოეთ ნაწილში, რუენაში ეკლესიაზე მომხდარ თავდასხმაში ISIS-ის მებრძოლები მონაწილეობდნენ. ტერორისტულმა დაჯგუფებამ მომხდარზე პასუხისმგებლობა უკვე აიღო. თავდამსხმელებმა ეკლესიის მღვდელი მოკლეს და შიგნით მყოფები მძებლად აიყვანეს.

ინფორმაცია თავდასხმის შესახებ, ჯიჰადისტთა საინფორმაციო სააგენტომ, “ამაქმა” გამოაქვეყნა. ამასვე ადასტურებს, საფრანგეთის პრეზიდენტი, ფრანსუა ოლანდი. თავდასხმის ფაქტი დაგმო რომის პაპმაც.

26 ივლისს დანებით შეიარაღებულმა ორმა მამაკაცმა რამდენიმე ადამიანი მძევლად აიყვანა ერთ-ერთ ეკლესიაში. პოლიციის განცხადებით, ორივე მათგანი ადგილზე მოკლეს. ასევე, გარდაიცვალა ერთი მძევალიც.

მასალების გადაბეჭდვის წესი