ახალი ამბები

ამერიკელი ჯარისკაცები ავღანეთში შურისძიების მოლოდინში არიან

12 მარტი, 2012 • 1107
ამერიკელი ჯარისკაცები ავღანეთში შურისძიების მოლოდინში არიან

ახალი საპროტესტო აქციები ამერიკელ სამხედროთა ავღანეთში ყოფნის წინააღმდეგ მას შემდეგ დაიწყო, რაც 11 მარტს ამერიკელმა ჯარისკაცმა 16 მშვიდობიან ავღანელს ცეცხლი გაუხსნა და მოკლა. მომხდარის გამო ამერიკელი სამხედროები ავღანეთში შესაძლო შურისძიების მოლოდინში არიან.

აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ 11 მარტს მომხდარი ფაქტის გამო უკვე მიუსამძიმრა ავღანეთის პრეზიდენტს ჰამიდ კარზაის და დაპირდა, რომ ამ “ტრაგიკულ და საზარელ” ფაქტში დამნაშავის პასუხისმგებლობის საკითხი დადგება.

მწუხარება მომხდარის გამო ნატოს გენერალურმა მდივანმა ფოგ რასმუსენმაც.

შეგახსენებთ, რომ ავღანეთში აშშ-ის ერთ-ერთი სამხედრო ბაზის ჯარისკაცმა მშვიდობიან მოქალაქეებს ცეცხლი გაუხსნა და შემდეგ საკუთარი ნებით პოლიციას ჩაბარდა. ინციდენტი ყანდაღარის პროვინციაში მოხდა. მოკლულებს შორის 9 ბავშვია.

“მასობრივი მკვლელობა, რომელსაც ქალები და ბავშვებიც შეეწირნენ, შესაძლოა, ნერვული აშლილობის ნიადაგზე მომხდარიყო,”- ამბობენ ავღანელი წყაროები ბი-ბი-სისთან საუბარში.

მასალების გადაბეჭდვის წესი