ახალი ამბები

აზერბაიჯანში თავდაცვის სამინისტროს საწარმო აფეთქდა

26 ივლისი, 2016 • 1363
აზერბაიჯანში თავდაცვის სამინისტროს საწარმო აფეთქდა

შირვანში, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთ საწარმოში ძლიერი აფეთქება მოხდა – ამის შესახებ ინფორმაციას რადიო თავისუფლება ავრცელებს. ადგილობრივი მედიის ცნობით, 20-მდე ადამიანია დაშავებული. ადგილობრივი ჟურნალისტები იუწყებიან, რომ არის მსხვერპლიც, თუმცა ოფიციალურად ეს ინფორმაცია არ დასტურდება.

აზერბაიჯანის სახელმწიფო უწყებების ცნობით, აფეთქების შედეგად გაჩენილი ხანძრის ლოკალიზებას და დაშავებულთა დახმარებას ადგილზე მობილიზებული სახანძრო და  სამაშველო სამსახურები ცდილობენ.

აზერბაიჯანული მედიის ცნობით, საწარმო დასახლებასთან ახლოსაა, რის გამოც მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო.

აქერბაიჯანში თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთ საწყობში აფეთქება მოხდა 26.07.16 ფოტო:haqqin.az

აქერბაიჯანში თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთ საწყობში აფეთქება მოხდა 26.07.16 ფოტო:haqqin.az

 

მასალების გადაბეჭდვის წესი