ახალი ამბები

დიდ ბრიტანეთში, სამსახურებში ჯვრების ტარება აიკრძალა

11 მარტი, 2012 •
დიდ ბრიტანეთში, სამსახურებში ჯვრების ტარება აიკრძალა

ქრისტიანებს სამსახურებში არ უღირთ ჯვრების ტარება, ნათქვამია დიდი ბრიტანეთის მინისტრთა კაბინეტის გადაწყვეტილებაში, რომელზეც The Telegraph–ი საუბრობს.

დოკუმენტში, რომელიც გამოცემას ხელში ჩაუვარდა, ნათქვამია, რომ ჯვრების ტარება აუცილებლობას არ წარმოადგენს მორწმუნე ქრისტიანებისთვის, შესაბამისად, დამსაქმებლებს შეუძლიათ, საკუთარ თანამშრომლებს მათი ტარება აუკრძალონ.

ამასთანავე, დოკუმენტის მიხედვით, დამსაქმებელს შეუძლია დაითხოვოს ის თანამშრომელი, ვინც დაჟინებით მოითხოვს ჯვრის ტარებას.

მინისტრთა კაბინეტმა ეს გადაწყვეტილება ერთ-ერთი სასამართლო პროცესის გამო მიიღო, რომელზეც British Airway -ის ბორტგამცილებელი ნადია ევეიდა და მედდა შირლი ჩაპლინი ცდილობენ დაამტკიცონ მათი დამსაქმებლების მხრიდან განხორციელებული დისკრიმინაციული ფაქტები, რომლლებიც მათ სამსახურში ჯვრების ტარებას უკრძალავენ. ამჟამად ქალები აპირებენ, ევროპის სასამართლოს მიმართონ.

ევროპული კონვენციის მე-9 მუხლში, რომელიც ეხება აზროვნებისა და რელიგიის თავისუფლებას, ქრისტიანებისთვის ჯვრის ტარების უფლება დაცულია.

დიდი ბრიტანეთის სახელმწიფოს გადაწყვეტილებამ სხვადასხვა ეკლსიის წარმომადგენელთა კრიტიკა გამოიწვია. განსაკუთრებით მწვავედ შეაფასა გადაწყვეტილება ლორდმა კერიმ, ყოფილმა არქიეპისკოპოსმა. მისი აზრით, ეს გადაწყვეტილება მორიგი ზეწოლაა ქრისტიანებზე. მანამდე ეკლესიები დიდ ბრიტანეთში ჰომოსექსუალ წყვილთა ქორწინების შესაძლო ლეგალიზაციით იყვნენ შეშფოთებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი