ახალი ამბები

მიწისძვრა აზერბაიჯანში

11 მარტი, 2012 •
მიწისძვრა აზერბაიჯანში

11 მარტს, 12:41 წუთზე აზერბაიჯანის ჩრდილო-დასავლეთით, ზაქათალას რაიონში, 4.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა.

მთელ ტერიტორიაზე საკმაოდ ძლიერი რყევები იყო, რომელიც დაახლოებით 1 წუთის მანძილზე გაგრძელდა.

მიწისქვეშა ბიძგებს ნგრევა ან მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა რაიონში რამდენიმე სახლს ბზარები გაუჩნდა.

აზერბაიჯანის აღნიშნული რაიონი საქართველოს საზღვრიდან დაახლოებით 30 კმ-ში მდებარეობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი