ავღანეთში აშშ-ის ერთ-ერთი სამხედრო ბაზის ჯარისკაცმა მშვიდობიან მოქალაქეებს ცეცხლი გაუხსნა და შემდეგ საკუთარი ნებით პოლიციას ჩაბარდა.
ინციდენტი ყანდაღარის პროვინციაში მოხდა, თუმცა მსხვერპლის შესახებ დაზუსტებული მონაცემები ჯერ არ არსებობს.
სააგენტო როიტერი 16 მსხვერპლზე საუბრობს, თუმცა არ არის გარკვეული, მათ შორის იგულისხმებიან თუ არა დაჭრილებიც.
“მასობრივი მკვლელობა, რომელსაც ქალები და ბავშვებიც შეეწირნენ, შესაძლოა, ნერვული აშლილობის ნიადაგზე მომხდარიყო,”- ამბობენ ავღანელი წყაროები.
ნატოს პრესსამსახურმა კი ოფიციალურ განცხადებაში მომხდარის გამო დაღუპულთა ოჯახებს თანაგრძნობა გამოუცხადა.