ახალი ამბები

აკრძალული პრეპარატი, რომელიც ალკოჰოლიზმს კურნავს

11 მარტი, 2012 •
აკრძალული პრეპარატი, რომელიც ალკოჰოლიზმს კურნავს

1960 წელს ჩატარებული სამეცნიერო კვლევები ამტკიცებს, რომ ჰალუცინოგენური პრეპარატი “ლსდ” ადმიანებს ალკოჰოლის დამოკიდებულების დაძლევაში ეხმარება.

სამეცნიერო ჟურნალში Journal of Psychopharmacology გამოქვეყნებული სტატიების ავტორებმა, 500 მონაწილის მონაცემებზე დაყრდნობით, ექვსი სხვადასხვა ექსპერიმენტის შედეგი შეისწავლეს.

ეს ექსპერიმენტები 1966 – 1970 წლების პერიოდშიც ტარდებოდა. მასში მონაწილეობდნენ ადამიანები, რომლებიც იმ დროისთვის ალკოჰოლიზმის საწინააღმდეგო მკურნალობას იტარებდნენ.

ექპსერიმენტის ზოგიერთ მონაწილეს აღნიშნული პრეპარატის, “ლსდს”, ერთჯერად დოზებს ასმევდნენ.

ამ ჯგუფის მონაწილეებმა პრეპარატის მიღების შედეგად 59 % -ით შეამცირეს ალკოჰოლის მიღება. ხოლო იმ ჯგუფმა, რომელიც პრეპარატს არ იყენებდა, მისი მოხმარება მხოლოდ 38 %-ით შეამცირა.

შედეგად მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ პრეპარატი “ლსდ” მნიშვნელოვან დადებით ეფექტს ახდენს.

აღნიშნული ეფექტი პრეპარატის მიღებიდან დაახლოებით ნახევარი წლის განმავლობაში იყო შენარჩუნებული.

მეცნიერები მიიჩნევენ, რომ ამ პრეპარატის შემადგენელი ლიზერგინის მჟავას დიეთილამიდის რეგულარული მოხმარება სრულად კურნავს ალკოჰოლის დამოკიდებულებისგან.

ცნობილი ბრიტანელი ექსპერტი დევიდ ნატი, რომელიც სახელმწიფო მრჩეველი იყო ნარკოტიკების პოლიტიკის სფეროში, ამ კვლევის შედეგებს მიესალმებოდა.

“იმისათვის, რომ ალკოჰოლიზმის დამოკიდებულებისგან მოხდეს განკურნება, აუცილებელია, ადამიანმა რადიკალურად შეცვალოს საკუთარი თავის მიმართ დამოკიდებულება. სწორედ ამას აკეთებს “ლსდ”. სცადეთ იპოვოთ სხვა პრეპარატი, რომელიც იგივე შედეგს აჩევენებს,-განაცხადა ნატმა.

დიდ ბრიტანეთში, ისევე როგორც მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში, “ლსდ” აკრძალულ პრეპარატად არის მიჩნეული და მისი წარმოება ქვეყანაში სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.

ჰალუცინოგენური ნივთიერებებიდან ეს პრეპარატი ყველაზე ძლიერმოქმედია, რომელიც მნიშვნელოვნად ცვლის ადმიანის მიერ რეალური გარემოს აღქმას.

მასალების გადაბეჭდვის წესი