ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სომხეთში ოპოზიციის მხარდამჭერები დააკავეს

26 ივლისი, 2016 • 1226
სომხეთში ოპოზიციის მხარდამჭერები დააკავეს

სომხეთის ძალოვანი სტრუქტურების ცნობით, ოპოზიციის მხარდამჭერი ჯგუფი დააკავეს, რომელიც, ოფიციალური ინფორმაციით, ერევანში პოლიციის შენობის დაკავებაში მოძრაობა “დამფუძნებელ პარლამენტს” ეხმარებოდა.

“გარდა ამისა, ოპოზიციის ექვსი მხარდამჭერი, რომელიც ერევანში მასობრივ არეულობებში მონაწილეობდა. ასევე, დაკავებული არიან”, – ავრცელებს სომხეთის საგამოძიებო კომიტეტის განცხადებას კავკაზსკი უზელი.

ამასთან, უწყება არ ასახელებს დაკავებულთა რიცხვს:

“მივიღეთ ოპერატიული ინფორმაცია, რომ შეიარაღებული ჯგუფის ცალკეულმა წევრებმა მოუწოდეს მხარდამჭერებს კორდონი გაარღვიონ, გამოიყენონ ბოთლები ასაფეთქებელი ნივთიერებით, რათა უზრუნველეყოთ მათი წვდომა პოლიციის შენობაში არსებულ იარაღზე. დანაშაულის თავიდან არიდების მიზნით კანონიერი მეთოდები გამოიყენება”.

17 ივლისის დილას შეიარაღებული პირები პოლიტიკური მოძრაობიდან “დამფუძნებელი პარლამენტი” ერევანში ერბუნის რაიონში პოლიციის შენობას თავს დაესხნენ. ისინი აცხადებდნენ, რომ ბოლო დროს დაკავებული ორი კონკრეტული პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლება სურთ. მათ მძევლად რამდენიმე პოლიციელი აიყვანეს, რომელთაგან ერთ-ერთი, ამავე პოლკის მეთაური არტურ ვანოიანი დაიღუპა. ოთხი პოლიციელი და ერთი თავდამსხმელი დაჭრილია. 20 ივლისს პოლიციამ დაშალა მოქალაქეების საპროტესტო აქცია ერევნის საპატრულო პოლიციის შენობასთან. მიტინგის დაშლის დროს 136 მოქალაქე დააკავეს. პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკების შედეგად დაშავდა დაახლოებით 45 ადამიანი, მათ შორის, 25 პოლიციელი.

მასალების გადაბეჭდვის წესი