ახალი ამბებისამართალი

ფარული ჩანაწერების საქმეზე დაკავებულ 3 პირს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდება

25 ივლისი, 2016 • 1411
ფარული ჩანაწერების საქმეზე დაკავებულ 3 პირს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდება

საქართველოს პროკურატურა ფარული ჩანაწერების მოპოვებისა და გავრცელების საქმეზე დაკავებულ 3 პირს საპროცესო შეთანხმებას უფორმებს და მათ წინააღმდეგ გამოძიებას წყვეტს.

ინგა ჩატოიანთან, გელა ღურწკაიასთან და ნიკოლოზ ხაჭაპურიძესთან პროკურატურა საპროცესო შეთანმხების შესახებ მოლაპარაკებას აწარმოებს, მიზეზად კი იმას ასახელებს, რომ სამივე მათგანი გამოძიებასთან თანამშრომლობს და აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. კიდევ 2 დაკავებულის, ზურაბ ჯამალაშვილისა და ირაკლი ფხალაძის ადვოკატები კი პროკურატურას მათთან გარიგებაში ადანაშაულებენ.

“საქმის არსებითი განხილვა უნდა გაგრძელდეს და ვის წინააღმდეგ იძლევიან ისინი ჩვენებას და რა მტკიცებულებები არსებობს ამას ვერ გეტყვით გასაგები მიზეზების გამო,” – ამბობს პროკურორი ლაშა კოტრიკაძე ტელეკომპანია “რუსთავი 2”-თან საუბარში.

პირადი და ოჯახური საიდუმლოს ხელყოფის ბრალდებით საქართველოს პროკურატურამ 5 პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა 15 მარტს დაიწყო. გამოძიება გელა ღურწკაიას, ნიკოლოზ ხაჭაპურიძის, ინგა ჩატოიანის, ირაკლი ფხალაძის მიმართ, საქართველოს სსკ-ის 157-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დაიწყო, რაც სასჯელის სახედ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ხუთ წლამდე ვადით. 2016 წლის 14 მარტს ასევე ამავე მუხლით დააკავეს ზურაბ ჯამალაშვილიც.

მასალების გადაბეჭდვის წესი