ახალი ამბები

Cola და Pepsi რეცეპტს ცვლიან

9 მარტი, 2012 •
Cola და Pepsi რეცეპტს ცვლიან

გაზიანი სასმელების მსოფლიოში ყველაზე მსხვილი მწარმოებელი კომპანიები – Сoca-Cola და  PepsiСo ცვლიან საკუთარი პროდუცქციის შემადგენლობას, რათა სასმელის ბოთლზე კიბოს გამოწვევის შესახებ გამაფრთხილებელი წარწერის დატანა არ დაჭირდეთ.

კომპანიებმა აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც აშშ–ში კალიფორნიის შტატმა კანცეროგენული ნივთიერებების ნუსხაში საღებავი მეტილიმიდაზოლი შეიტანა. ეს ნივთიერება აღშნიშნულ სასმელებში გამოიყენება.

ერთ–ერთმა სამეცნიერო კვლევამ, რომელიც თაგვებზე და ვირთხებზე ჩატარდა, მეტილიმიდაზოლისა და კიბოს გამოწვევას შორის კავშირი აჩვენა. თუმცაჯერჯერობით არ არსებობს რაიმე მტკიცებულება, რომ ეს კავშირი ადამიანებშიც ვლინდება.

Сoca-Cola და PepsiСo მტკიცებით, ახალი რეცეპტი მთელ აშშ–ში იქნება გამოყენებული, რაც მათ გაყიდვებს კიდევ უფრო გაზრდის.

მსოფლიოში გაზიანი სასმელების ბაზრის 90 % –ს სწორედ Сoca-Cola და PepsiСo იკავებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი