ჟურნალმა ”ფორბსმა” 2012 წლის მსოფლიო მილიარდერთა სია გამოაქვეყნა, სადაც 900 მილიონი დოლარით გაზრდილი ქონებით ბიძინა ივანიშვილიც მოხვდა.
”ფორბსის” მიერ გამოქვეყნებულ მსოფლიო მილიარდერთა სიაში ბიძინა ივანიშვილი 153–ე ადგილზეა 6.4 მილიარდში აშშ დოლარი ქონებით. გასულ წელს ივანიშვილის ქონება 5.5 მილიარდ აშშ დოლარს შეადგინა, წელს კი მისი კაპიტალი 900 მილიონით გაიზარდა.
”ფორბსი” წერს, რომ ბიძინა ივანიშვილმა საქართველოში ოპოზიციური პოლიტიკური კოალიცია ”ქართული ოცნება” შექმნა და ის საქართველოს ხელისუფლების შეცვლას გეგმავს. ბიძინა ივანიშვილი ამჟამად მხოლოდ საფრანგეთის მოქალაქეა და საქართველოს მოქალაქეობას ელოდება, იგი საფრანგეთში სიმდიდრით რიგით მეექვსე ადამიანია.
წლის ყველაზე მდიდარი ადამიანების სიის შესადგენად ჟურნალმა 1226 ადამიანის ქონება შეისწავლა.