ახალი ამბები

ამნესტი ინთერნეიშენალი: თურქეთში დაკავებულების ცემისა და გაუპატიურების შესახებ ცნობები საგანგაშოა

25 ივლისი, 2016 • 1364
ამნესტი ინთერნეიშენალი: თურქეთში დაკავებულების ცემისა და გაუპატიურების შესახებ ცნობები საგანგაშოა

საერთაშორისო ორგანიზაცია “ამნესტი ინთერნეიშენალის” ინფორმაციით, თურქეთში 15 ივლისის აჯანყების მცდელობის შემდეგ დაკავებულებს სცემენ და აწამებენ. “ამნესტის” ცნობით, არსებობის გაუპატიურების ფაქტების მტკიცებულებებიც.

ორგანიზაცია მოუწოდებს თურქეთს, დამოუკიდებელ დამკვირვებლებს, თურქეთში აჯანყების მცდელობის შემდეგ დაკავებულებთან უშუალო შეხვედრის ნება დართოს.

“ცემისა და გაუპატიურების შესახებ ცნობები განსაკუთრებით საგანგაშოა, განსაკუთრებით განხორციელებული სადამსჯელო ღონისძიებების მასშტაბის გამო. საშინელი დეტალები, რაც ჩვენ აღვწერეთ, მხოლოდ ერთი კადრია იმ საშინელი ფაქტებისა, რაც, შესაძლებელია, დაკავების ადგილებში ხდებოდეს”, – განაცხადა “ამნესტი ინთერნეიშენალის” ევროპის ბიუროს დირექტორმა, ჯონ დალჰუისენმა.

ჯონ დალჰუისენის განცხადებით, აუცილებელია, რომ თურქეთის ხელისუფლებამ შეაჩეროს ეს აღმაშფოთებელი პრაქტიკა და ნება დართოს საერთაშორისო, დამოუკიდებელ დამკვირვებლებს, ეწვიონ დაკავებულებს იმ ადგილებში, სადაც ახლა იმყოფებიან – პოლიციის სამმართველოებში, სპორტულ ცენტრებში, სასამართლოების შენობებში და ა.შ.

თურქეთში ამჟამად საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული, რასაც წინ უსწრებდა სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა, რომელიც ამბოხებულთათვის წაუმატებლად დასრულდა. 15 ივლისის ღამით დაწყებულ ამბოხებას 190 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაკავებულია ათასობით, თანამდებობებიდან გათავისუფლებულია ათიათასობით ადამიანი.

მასალების გადაბეჭდვის წესი