ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ერევანში მიტინგის დაშლის დროს 136 მოქალაქე დააკავეს

21 ივლისი, 2016 • 1418
ერევანში მიტინგის დაშლის დროს 136 მოქალაქე დააკავეს

ერევანში მიტინგის დაშლის დროს 136 მოქალაქე დააკავეს.

კავკაზსკი უზელის ცნობით, დაკავებულებს ბრალად ედებათ ძალადობრივი ქმედება ხელისუფლების წარმომადგენელთა მიმართ, ან ძალადობის მუქარა. ყველა მათგანი ერევნის პოლიციის განყოფილებებში მიიყვანეს.

“მოქალაქეები, ვისი ბრალეულობაც ვერ დამტკიცდა კანონით დაშვებულ ვადაში, გათავისუფლდნენ. დანარჩენების შემთხვევაში მტკიცებულებები გადაცემულია გამოძიებისთვის შესაბამის საგამოძიებო ორგანოში”, – განუცხადეს გამოცემას პოლიციის პრესსამსახურში.

2016 წლის 20 ივლისს, ხუთშაბათს, პოლიციამ დაშალა მოქალაქეების საპროტესტო აქცია ერევნის საპატრულო პოლიციის შენობასთან, სადაც უკვე რამდენიმე დღეა ოპოზიციურ რადიკალურ ჯგუფს მძევლად ჰყავს აყვანილი ადამიანები, მათ შორის პოლიციის მაღალჩინოსნები. პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკების შედეგად დაშავდა დაახლოებით 45 ადამიანი, მათ შორის 25 პოლიციელი.

მასალების გადაბეჭდვის წესი