ახალი ამბები

სახალხო დამცველის პირველ მოადგილედ ნათია კაციტაძე დაინიშნა

21 ივლისი, 2016 • 1302
სახალხო დამცველის პირველ მოადგილედ ნათია კაციტაძე  დაინიშნა

სახალხო დამცველის პირველმა მოადგილემ, პაატა ბელთაძემ თანამდებობა დატოვა. მის ნაცვლად პირველ მოადგილედ  2015–2016 წლებში ომბუდსმენის მოადგილე ნათია კაციტაძე  დაინიშნა. ხოლო, მოადგილედ  ომბუდსმენის აპარატის გენდერული თანასწორობის დეპარტამენტის უფროსი – ეკატერინე სხილაძე.

სახალხო დამცველის ვებგვერდზე გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, “ეკატერინე სხილაძემ დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსისტეტი, სამართალმცოდნეობის სპეციალობით. 2008 წელს გაიარა საუნივერსიტეტო კურსი სოციალური მუშაკებისათვის ოჯახში ძალადობის საკითხებზე.

 

2014 წლიდან ჩართულია ადამინის უფლებების დაცვისა და გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისაკენ მიმართული საკოორდინაციო საბჭოების საქმიანობაში. კერძოდ, არის საქართველოს სახალხო დამცველის აპარატთან არსებული პრევენციის ეროვნული მექანიზმის საკონსულტაციო საბჭოს წევრი; ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე ეროვნული საკოორდინაციო ჯგუფის წევრი; საქართველოს სახალხო დამცველის აპარატთან არსებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის პოპულარიზაციის, დაცვისა და იმპლემენტაციის მონიტორინგის საკონსულტაციო საბჭოს წევრი; პირის, ოჯახში ძალადობის აღკვეთის ღონისძიებათა განმახორციელებელი საუწყებათაშორისო საბჭოს წევრი; ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის მიმნიჭებელი ჯგუფის წევრი.”

 

მასალების გადაბეჭდვის წესი