ახალი ამბები

მატარებელი ერევანი–თბილისი შუა გზიდან უკან გაბრუნდა

5 მარტი, 2012 •
მატარებელი ერევანი–თბილისი შუა გზიდან უკან გაბრუნდა
Image 6612
Image 6612

მატარებელი, რომელიც ერევანი – თბილისის მიმართულებით მოძრაობდა, დიდი თოვლის გამო  იძულებული გახდა, შუა გზიდან უკან დაბრუნებულიყო, მგზავრებმა კი ღამე ვაგონში,  სადგურ “გიუმრიზე” გაატარეს. “სამხრეთ კავკასიის რკინიგზის “განცხადებით, თოვლის საფარი 3 მეტრს აღწევდა.

თბილისი – ერევანის მგზავრები, რომლებმაც რკინიგზის სადგური “ერევანი” 4 მარტს, 22:35 წუთზე დატოვეს, სადგურ “გიუმრიზე” 5 მარტს, შუაღამის 2 საათზე მივიდნენ და ვაგონებშივე მოუხდათ ღამის გათევა. მგზავრები დამატებითი საჭიროებებით უზრუნველყოფილნი იყვნენ. ვაგონები დამატებით თბებოდა.

5 მარტს, დილის ცხრის ნახევარზე, მატარებელი 45 მგზავრით რკინიგზის სადურში “ერევანი” უკან დაბრუნდა. “სამხრეთ კავკასიის რკინიგზის “ დირექციის განცხადებით, მგზავრებს შესაძლებლობა ექნებათ, დააბრუნონ ბილეთები და მათ ღირებულება ანაზღაურდება. ასევე, სურვილის შემთხვევაში, შეეძლებათ ისარგებლონ ადრე ნაყიდი ბილეთებით, მას შემდეგ, რაც მოძრაობა ერევანი – თბილისის მიმართულებით აღდგება.

“სამხრეთ კავკასიის რკინიგზის “განცხადებით, თოვლის ნამქერისგან რკინიგზის გაწმენდა ამ დროისთვისაც მიმდინარეობს. სავარაუდოდ, გზების გახსნა 5 მარტის საღამოს მოხდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი