ახალი ამბები

ივანიშვილი ლუსტრაციის კანონის შესახებ

4 მარტი, 2012 •
ივანიშვილი ლუსტრაციის კანონის შესახებ

ბიძინა ივანიშვილის ფეისბუქის გვერდზე მოქალაქეების მიერ დასმული შეკითხვებიდან ერთ-ერთი კითხვა ლუსტრაციის კანონის ამოქმედებას შეეხებოდა.

ერთ-ერთი მოქალაქე ბიძინა ივანიშვილს ეკითხებოდა, “რას ფიქრობს ბ-ნი ბიძინა ივანიშვილი ლუსტრაციის კანონის ამოქმედების თაობაზე?”

“მოგესალმებით ბ-ნო მაქსიმ. საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ გავიდა 20 წელი. ამ ხნის განმავლობაში ლუსტრაციის კანონის მოქმედების სფეროში პოტენციალურად მოხვედრილ ადამინებს ასევე 20 წლით მოემატათ ასაკი. შესაბამისად, იმ ადამიანების უმრავლესობა, რომლებიც თეორიულად მაინც შეიძლება მოხვედრილიყო მისი მოქმედების ქვეშ, დღეს უახლოვდება ან მიაღწია საპენსიო ასაკს. გარდა ამისა, საქართველოს მიერ გადატანილი სამოქალაქო ომების გამო მრავალი მნიშვნელოვანი დოკუმენტი დაკარგული ან განადგურებულია. ამის გამო რთულდება, როგორც შესაბამისი ბრალდებების წაყენება, ისე თავის მართლება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მე ვფიქრობ, რომ ლუსტრაციის კანონის აქტუალობა ყოველწლიურად კლებულობს. ბუნებრივია, ეს არ არის ერთი  ადამიანის გადასაწყვეტი, მაგრამ დღეს ჩვენს წინაშე გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი ამოცანა დგას. ეს არის არსებული ხელისუფლების შეცვლა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გზით.”- ნათქვამია ივანიშვილის პასუხში, ფეისბუქის გვერდზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი