ახალი ამბები

რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს

4 მარტი, 2012 •
რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს

რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემით, 4 მარტის საპრეზიდენტო არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობა მოსკოვის დროით დილის 10 საათისთვის 12,2 % დაფიქსირდა.

ქვეყნის პირველი პირის არჩვნებში მონაწილეობენ: “ედიანაია როსიას” კანდიდატი ვლადიმერ პუტინი, რუსეთის კომუნისტური პარტიის წევრი გენადი ზიუგანოვი, ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე ვლადიმერ ჟირინოვსკი, “სამართლიანი რუსეთის” კანდიდატი სერგეი მირონოვი და მიხეილ პროხოროვი.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემით, არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს 108 მილიონი რუსეთის მოქალაქე. რუსეთის ფედერაციაში სულ 95 ათასი საარჩევნო უბანია, საზღვარგარეთ კი -385.

მასალების გადაბეჭდვის წესი