ახალი ამბები

პაატა ბურჭულაძის პარტიას კონსტანტინე კემულარია შეუერთდა

20 ივლისი, 2016 • 1602
პაატა ბურჭულაძის პარტიას კონსტანტინე კემულარია შეუერთდა

პაატა ბურჭულაძის პარტიას – “სახელმწიფო ხალხისთვის” იუსტიციის ყოფილი მინისტრი კონსტანტინე კემულარია შეუერთდა. ეს ინფორმაცია ტელეკომპანია “პირველთან” საუბრისას ბურჭულაძემ დაადასტურა.

პაატა ბურჭულაძის განმარტებით,  პარტია კოტე კემულარიას ფოთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად დღეს დაასახელებს.

კონსტანტინე კემულარია 1999-2004 წლებში “ნაციონალური მოძრაობის” საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარის პოსტს იკავებდა. 2004-2005 წლებში იყო უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე. 2005 -2006 წლებში იყო უშიშროების საბჭოს მდივანი.

მასალების გადაბეჭდვის წესი