მიხეილ სააკაშვილი ავლაბრის რეზიდენციაში სტუდენტებს შეხვდება. ამის შესახებ პრეზიდენტის ფეისბუქის გვერდზე წერია.
“პრეზიდენტის სასახლეში დღეს სტუდენტებს ველოდები. მინდა, ახალგაზრდებს პირადად ვუამბო იმ ინიციატივების შესახებ, რომლებზეც პარლამენტში ვისაუბრე – მაგალითად, სტუდენტთა დასაქმების საზაფხულო პროგრამაზე. არდადეგების დროს 25 ათასი სტუდენტის დასაქმებას ვაპირებთ. სიამოვნებით მოვისმენ მათ აზრს, პროფესიულ სასწავლებლებში გადამზადების ტრენინგების თაობაზე. ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, რადგან მის ფარგლებში რეგიონებში მცხოვრებ 20 ათას მოქალაქეს გადავამზადებთ.
მოკლედ, საქმიანი და სასიამოვნო საუბრის იმედი მაქვს. :) ” – წერია მიხეილ სააკაშვილის ფეისბუქის გვერდზე.