მტკვრის დონეს 11 მეტრით დაწევენ, ამის შესახებ ინფორმაციას ქალაქ თბილისის მერია ავრცელებს.

მათი თქმით, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, კერძოდ, გორგასლის ხიდთან, გზის გაფართოების საპროექტო სამუშაოებთან დაკავშირებით მტკვრის დონეს 11 მეტრით დაწევენ:

“ამისათვის ორთაჭალჰესიდან მოხდება მტკვრის დონის დაწევა და დიდი რაოდენობის წყლის გადინება რუსთავამდე”, – ნათქვამია მერიის განცხადებაში.

თბილისის მერია იმ პირებს, ვინც მტკვის სანაპიროზე ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე საქმიანობს, სიფრთხილისკენ მოუწოდებსს.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *