3 მარტიდან გმირთა მოედნის მომდებარე ტერიტორიაზე ავტომობილების მოძრაობა შეიზღუდება, ამის შესახებ ინფორმაცია მერიის ოფიციალურ ვებ–გვერდზეა მოცემული.
იმის გამო, რომ კოსტავას ქუჩისა და გმირთა მოედნის დამაკავშირებელი ესტაკადის მშენებლობა იწყება, დროებით შეიზღუდება გადაადგილება ფილარმონიის მხრიდან კოსტავას ქუჩაზე, ასევე, დაიკეტება მოძრაობა თამარაშვილის ქუჩიდან გმირთა მოედნის მიმართულებით არსებულ მაგისტრალზე.
მერიის ინფორმაციით: “აღნიშნული სამუშაოები 2012 წლის შემოდგომაზე დასრულდება და ფილარმონიის მხრიდან გმირთა მოედნისკენ სატრანსპორტო ნაკადი ახალი ესტაკადით იმოძრავებს, გაუქმდება შუქნიშანი და მოძრაობა უწყვეტ რეჟიმში იქნება შესაძლებელი”.