ახალი ამბები

სააკაშვილმა ბაღათურიას ბრალდებების პასუხად დარბაზი დატოვა

28 თებერვალი, 2012 •
სააკაშვილმა ბაღათურიას ბრალდებების პასუხად დარბაზი დატოვა

ჯონდი ბაღათურია
ჯონდი ბაღათურია

პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატის, ჯონდი ბაღათურიას პარლამენტში გამოსვლის დროს მიხეილ სააკაშვილმა რამდენიმე წუთით დარბაზი დატოვა. ამ ფორმით უპასუხა მიხეილ სააკაშვილმა დეპუტატის ბრალდებებს.

ბაღათურიამ პრეზიდენტს ბრალი დადო იმაში, რომ მისი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ სააკაშვილის მამამ ხელში ჩაიგდო ბალნეოლოგიური კურორტები საქართველოს მასშტაბით, დედამისმა– საუნივესიტეტო სფერო, ასევე, სხვადასხვა ბიზნესს აკონტროლებენ მისი ძმები. ბაღათურიამ სააკაშვილს განუცხადა, რომ ის საქართველოში აკონტროლებს საწვავის და სხვა ბიზნესებს.

სააკაშვილმა ბაღათურიას შესთავაზა ბალნეოლოგიურში გადასვლა, რომლის დირექტორიც, სააკაშვილის თქმით, არის მამამისი და იქაური აბაზანებით სარგებლობა, კერძოდ, “ხარისხიანი ტალახით” დაზელვა და “ტვინის გამორეცხვა”, რადგან სააკაშვილის თქმით, ბაღათურიას ბრალდებები სხვა არაფერია, თუ არა ტალახის სროლა.

“სხვათა შორის, ბატონო ჯონდი, გასული რომ ვიყავი ნახევარი წუთით, მამაჩემს დავურეკე, რომ აბაზანა გაამზადოს,” – ასე ახსნა დარბაზის დატოვების მიზეზი მიხეილ სააკაშვილმა ბაღათურიას საპასუხო რეპლიკის დასრულების შემდეგ.

მასალების გადაბეჭდვის წესი