ახალი ამბები

სააკაშვილი: “ნუ გეშინიათ”

28 თებერვალი, 2012 •
სააკაშვილი: “ნუ გეშინიათ”

საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტში გამოსვლა ისრაელიდან დაბრუნებული საქართველოს პატრიარქის, ილია მეორის მისალმებით დაიწყო, რომელიც ასევე ესწრება პრეზინდეტის გამოსვლას პარლამენტში.

გამოსვლის პირველივე წუთებში მიხეილ სააკაშვილმა ავღანეთში მომსახურე ქართველი ჯარისკაცების შესახებ ისაუბრა.

“მინდა წუთიერი დუმილით პატვი მივაგოთ ავღანეთში ყველა დაღუპული ჯარისკაცის, 15 ჯარისკაცის ხსოვნას. მათ სახელები ოქროს ასოებით ჩაიწერება ჩვენი სამშობლოს ისტორიაში.

რვა წლის წინ, როდესაც პრეზიდენტის რანგში პირველად წარვდექი, რევოლუცია ახალი დაწყებული გვქონდა. მაშინ დაწყებული რევოლუცია კვლვაც გრძელდება. ჯერაც ძალიაბ ბევრი საქმეა დაუმთავრებელი.

დღეს, ისე როგორც არასდროს, ყინული დაიძრა, ნავსი ტყდება. თუმცა ჯერაც არ მივსულვართ იქ, სადაც გვინდა ყოფნა,”-განაცხადა სააკაშვილმა.

სააკაშვილი გამოსვლის პირელივე წუთებში ომისა და მსოფლიო ეკონომიკური კრიზისაც შეეხო, რომელიც, მისი თქმით, საქართველომ უკან ჩამოიტოვა. მან ისაუბრა ეკონომიკის ზრდაზე, ახლად დარეგისტრირებულ ბიზნესებზე, ახალი სამუშაო ადგილების შექმნაზე.

პრეზიდენტმა პარლამენტში მისი შარშანდელი გამოსვლა და მის მიერ წარმოდგენილი საქართველოს განვითარების გეგმაც გაიხსენა და აღნიშნა, რომ პროგრესი უკვე სახეზეა სოფლის მეურნეობის სექტორში, ენერგეტიკაში, ტურიზმის განვითარებაში, ახალი თანამედროვე სამეციდიცინო დაწესებულებების აშენებაში.

“ყველა მიმართულებით შეინიშნება პროგრესი, მიღებული შედეგი იმედებს გვიმყარებს, თუმცა ჯერ კიდევ ბევრი ვერ გრძნობს საკუთარ თავზე ამ წინსვლას. ბევრი ამბობს, რაში მადგია ბიზნესგარემო, თუ ჩემთვის სამუშაო ადგილი ამ ქვეყანაში არ მოიძებნა. ან რა საჭიროა ახალი კლინიკები, თუ მკურნალობის ფული არ მაქვს. სრულიად სამართლიანია ეს კითხვები. ჩვენ ყველაფერი უდნა გავაკეთოთ იმისთვის, რომ რაც შეიძლება გავაფართოვოთ იმ ადამიანთა წრე, ვინც ქვეყნის წინსვლას საკუთარ თავზე იგრძნობს. უარს ვაცხადებ შევეგუო ორად გაყოფილ ქვეყანას, სადაც ერთი ნაწილი ამ წარმატებით ხეირობს და მეორე ისე რჩება. ჩალის ფასი აქვს ამ ტრიბუნიდან მთლიან შიდა პროდუქტზე საუბარს იმ ადამიანისთვის, ვისაც ოჯახი ჰყავს სარჩენი და სტაბილურობის განცდა არ აქვს. ნუ გეშინიათ და გქონდეთ ხვალინდელი დღის იმედი, რადგან მთელი მთავრობის ყოველდღიური ძალისხმევა იმაზეა მიმართული, რომ ქვეყნის წარმატება თქვენ წარმატებადაც ვაქციოთ.”

გამოსვლის დასაწყისში პრეზიდენტმა ასევე სკოლებში მომავლის კლასებზე, ახალი პროფესიული კოლეჯების მშენებლობაზე, მოქალაქეებისთვის ინგლისურ ენასა და კომპიუტერში უფასო ტრენინგებსა და მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის გადასაცემ პერსონალურ კომპიუტერებზე ისაუბრა.

მასალების გადაბეჭდვის წესი