ახალი ამბები

სააკაშვილი: ”შემომიერთდი დღეს საღამოს”

28 თებერვალი, 2012 •
სააკაშვილი: ”შემომიერთდი დღეს საღამოს”

დღეს, 28 თებერვალს, სარამოს 8 საათზე საქართველოს პრეზიდენტი თავისი ყოველწლიური ანგარიშით წარსდგება პარლამენტის წინაშე. ეს იქნება სააკაშვილის ბოლო გამოსვლა ამ მოწვევის პარლამენტში. პირდაპირი სატელევიზო ეთერის გარდა, პრეზიდენტის გამოსვლის ყურება ფეისბუქში, ლაივსტრიმის არხითაც იქნება შესაძლებელი.

პარლამენტში გამოსვლამდე რამდენიმე საათით ადრე მიხეილ სააკაშვილი სოციალური ქსელით ავრცელებს ”იუთუბზე” ატვირთულ მიმართვას.

”დღეს საღამოს პარლამენტში წარვსდგები ყოველწიური ანგარიშით. ამ ანგარიშზე ბოლო რამდენიმე დღეა ინტენსიურად ვმუშაობ მთავრობის მთელ შემადგენლობასთან ერთად. ამ ანგარიშში არის ძლიან ბევრი საინტერესო ფაქტი, ციფრი, პროგნოზი, რომელიც შეძლება, საგულისხმო აღმოჩნდეს თქვენთვის. თუ გაქვთ დრო, 8 საათზე შეგიძლიათ ჩართოთ ტელევიზორი, ან ფეისბუქზე ნახოთ იგივე ანგარიში. ასე რომ, შეხვედრამდე საღამოს!”  – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი გავრცლებულ 32-წამიან ვიდეომიმართვაში.

ფეისბუქზე პრეზიდენტის ოფიციალურ გვერდზე აქტიურობისკენ მოუწოდებენ სოციალური ქსელის მომხმარებლებს არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც რამდენიმე დღეა ატარებენ კამპანიას ”ეს შენ გეხება!” არასამთავრობო სექტორი ამ გზით აპროტესტებს  2011 წლის დეკემბერში მიღებულ კანონს”მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ.”

მასალების გადაბეჭდვის წესი