ახალი ამბები

საქართველოში 29 თებერვალს დაბადებული 2451 ადამიანი ცხოვრობს

28 თებერვალი, 2012 •
საქართველოში 29 თებერვალს დაბადებული 2451 ადამიანი ცხოვრობს

სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მონაცემებით, საქართველოში 29 თებერვალს დაბადებული 2451 ადამიანი ცხოვრობს.

რეესტრის განცხადებით, ვინაიდან 29 თებერვალი 4 წელიწადში ერთხელ აღინიშნება, ამ დღეს დაბადებულებთან დაკავშირებით კვლევა ჩატარდა. მონაცემები საინფორმაციო–ტექნოლოგიების სამმართველოს ინფორმაციის დამუშავებისა და მონაცემთა ხარისხის ანალიზის განყოფილების სტატისტიკას ეყრდნობა.

29 თებერვალს დაბადებული ადამიანების უმეტესობა ძირითადად თბილისში არიან რეგისტრირებულნი, ხოლო რეგიონების მიხედვით–იმერეთში, აჭარასა და ქვემო ქართლში. ყველაზე უხუცესი თბილისში ცხოვრობს, იგი 92 წლისაა. ხოლო იმ ადამიანთა რიცხვი, რომლებიც პირველად აღნიშნავენ დაბადების დღეს, სულ 75–ია.

29 თებერვალს დაბადებული ადამიანები მოსახლეობის  0,055 პროცენტს შეადგენს.  2451 მოქალაქიდან 1262 ქალბატონია, ხოლო 1189–მამაკაცი.

მასალების გადაბეჭდვის წესი