ახალი ამბები

თბილისის #5 საავადმყოფო იყიდება

28 თებერვალი, 2012 • 1449
თბილისის #5 საავადმყოფო იყიდება

შპს #5 საავადმყოფოს 100%–იანი წილი ელექტრონული აუქციონის გზით იყიდება.  #5 საავადმყოფო თემქაზე, XI მიკრო/რაიონის, კვ. I–ში მდებარეობს. საავადმყოფოს საწყისი გასაყიდი ფასი 3 000 000 ლარია. საავადმყოფო გასაყიდად შპს სახელმწიფო მომსახურების ბიუროს გამოაქვს.

კლინიკას 1 045 304 ლარის კრედიტორული დავალიანება აქვს.

კლინიკის ახალ მფლობელს დაევალება შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 18 თვის შემდგომ 7 წლის განმავლობაში გასაყიდი ობიექტის სამედიცინო პროფილით ფუნქციონირება. სამედიცინო პერსონალის (ექიმების და ექთნების) სულ მცირე ერთი თვის ვადით დასაქმება, დასაქმების მომენტისათვის მათი პოზიციებისა და ანაზღაურების არსებული პირობების შენარჩუნებით და წლიური საშუალო ხელფასის გათვალისწინებით.

აუქციონი უკვე მიმდინარეობს და დღეს, 17:00სთ–ზე დასრულდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი