ახალი ამბები

კარლ დე გუხტი ნიკა გილაურს შეხვდება

28 თებერვალი, 2012 •
კარლ დე გუხტი ნიკა გილაურს შეხვდება

საქართველოსა და ევროკავშირს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშკრულებაზე მოლაპარაკებები დღეს დაიწყება.

მოლაპარაკებების გახსნის შესახებ  ევროკომისარი ვაჭრობის საკითხებში, ბელგიის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი კარლ დე გუხტი  გამოაცხადებს. ამის შესახებ  განცხადება  ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მთავარმა მრჩეველმა თამარ ბერუჩაშვილმა გააკეთა.

ევროკომისარი თბილისში დღეს, 28 თებერვალს, ჩამოვა  და საქართველოსა და ევროკავშირს შორის ღრმა და ყოვლისმომცველ თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებაზე მოლაპარაკებების გახსნის შესახებ ოფიციალურად გამოაცხადებს. მოლაპარაკებების პირველი რაუნდი კი მარტის ბოლოს გაიმართება. ვიზიტის ფარგლებში კარლ დე გუხტი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ნიკა გილაურს შეხვდება.

საქართველოსა და ევროკავშირს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებაზე მოლაპარაკებების დაწყების გადაწყვეტილება ევროკავშირმა 2011 წლის დეკემბერში მიიღო.

მასალების გადაბეჭდვის წესი