ახალი ამბები

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ბლოგი განათლებაზე

28 თებერვალი, 2012 • 1179
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ბლოგი განათლებაზე

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ განათლების საკითხებზე ბლოგების ვებ-გვერდი შექმნა, სადაც, ძირითადად, საჯარო და კერძო სკოლების დირექტორები წერენ.

“განათლების სფეროში მიმდინარე რეფორმები, პედაგოგთა კვალიფიკაცია, საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარება, სკოლა და სპორტის გაკვეთილები – ეს ის თემებია, რომლებზეც გასულ კვირას განათლების სფეროში მომუშავე ადამიანები თავიანთ ბლოგებზე წერდნენ. როგორც ცნობილია, ბლოგი პირადი სივრცეა და მხოლოდ მისი ავტორის მოსაზრებებს გამოხატავს და არა იმ კომპანიის თუ სამსახურის პოზიციას, რომელთანაც გაიგივებულია ბლოგის ავტორის სახელი და გვარი. მიუხედავად იმისა, რომ edublog.ge-ზე თავმოყრილ ბლოგებში საუბარი გაცილებით სერიოზულ თემებზეა, ვიდრე ამას ბლოგის ქართველი მოყვარულები არიან მიჩვეული, პრინციპი იგივე რჩება –  თითოეული პოსტი და მასში მოყვანალი მოსაზრებები მხოლოდ ავტორთა პირად დამოკიდებულებას წარმოადგენს,”-ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი