ახალი ამბები

თურქეთის აეროპორტები დახურულია, ყველა რეისი გადაიდო

16 ივლისი, 2016 • 2620
თურქეთის აეროპორტები დახურულია, ყველა რეისი გადაიდო

სტამბულის ათათურქის აეროპორტი, რომელიც თურქეთის ყველაზე დიდი აეროპორტია, დახურულია და ყველა რეისი გადაიდო. ეს უკავშირდება თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობას, რომელიც 15 ივლისს საღამოს დაიწყო.

“გარდიანის” ინფორმაციით, დახურულია ქვეყნის ყველა აეროპორტი და გამოცხადებულია კომენდანტის საათი.

სტამბულის აეროპორტთან განლაგებულია ტანკებიც.

საერთაშორისო გამოცემები წერენ, რომ აჯანყებულმა სამხედროებმა სხვადასხვა შენობა დაიკავეს, მთავობამ კი მათი მიმართულებით ცეცხლი გახსნა.

მძიმე სამხედრო ტექნიკა არის შეყვანილი სტამბულსა და ანკარაში, უცხოური მედიის ცნობით, ანკარაში ისმოდა სროლაც. გზები გადაკეტილია თურქეთის სხვა ქალაქებშიც.

სტამბულში ჯარის მიერ ბლოკირებულია ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ორივე ხიდი.

მასალების გადაბეჭდვის წესი